სახლი - ქალთა საკონსულტაციო ცენტრი
“სახლის” მთავარი საქმიანობაა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის დახმარების გაწევა. იგი პირველი ორგანიზაციაა საქართველოში რომელიც ექსკლუზიურად ამ საკითხზე მუშაობს. “სახლის” გუნდი მრავალპროფილურია და შედგება სოციალური მუშაკების, ადვოკატების, ფსიქოლოგების, ფსიქიატრების, ოჯახის ექიმებისა და პედიატრებისგან. ჩვენი უფლებამოსილებაა დავეხმაროთ ოჯახური ძალადობის მსხველპლებს ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში.
ჩვენი მიზნებია:
- ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება სერვისების მიწოდების მეშვეობით
- საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება ოჯახურ ძალადობაზე
- ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული საკანონდებლო ცვლილებების ხელშეწყობა
- ორგანიზაციათა ქსელის შექმნა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ინტერესების დასაცავად
- არსებული სერვისები:
- ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და რეაბილიტაცია
- სოციალური კონსულტაციები
- იურიდიული დახმარება
- სამედიცინო მომსახურება და ფსიქიური ჯანმრთელობის მხარდაჭერა
- საკონტაქტო ინფორმაცია:
მისამართი: ღამბაშიძის ქ. #3, თბილისი
საიტი: www.sakhli.org
ელ. ფოსტა: sakhli13@hotmail.com
ტელეფონი: +995 32 2 98 90 80
ცხელი ხაზი: +995 595 23 21 02