ვინ ვართ ჩვენ

Love & Respect კამპანიის მიზანია, ახალგაზრდებში ხელი შეუწყოს ჯანსაღი ურთიერთობების განვითარებას და ამ ურთიერთობებში ძალადობის აღმოფხვრას.

პროექტი დაფინანსებული ერასმუს+ პროგრაის მიერ და ფართომაშტაბიანი საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგია. მონაწილე ორგანიზაციები მუშაობენ ოჯახური ძალადობის ან/და სექსუალური და გენდერული ძალადობის თემებზე.

ჩვენი მისია

ჩვენ გვსურს, რომ ხაზი გავუსვათ ახალგაზრდულ ურთიერთობებში ძალადობის პრობლემას და განვავითაროდ ინსტრუმენტები, რათა თავიდან ავიცილოთ იგი. ჩვენი მიზანია, ჯანსაღ ურთიერთობებზე და ძალადობის პრობლემაზე ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში. ამავდროულად, გვინდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და მეთოდოლოგია ახალგაზრდა მუშაკებს და ამ სფეროში მომუშავე სხვა პროფესიონალებს, რომლებსაც შესაძლოა იგივე პრობლემასთან ჰქონდეთ საქმე.